weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

გორში, მოდის კვირეულზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

01:06 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

გორში, რესტორან „მზიურში“, სადაც „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება იმართებოდა, ორგანიზატორებსა და ინტერნეტ-ტელევიზია POSTV-ის გადამღებ ჯგუფს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge წერს, რომ მოდის კვირეულის ორგანიზატორები „მზიურის“ შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, გასართობი გადაცემის წამყვანის, ლევან კვარაცხელიას („რობერტო მავანი“) წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოდის კვირეულის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ინგა სიორიძე განმარტავს, რომ POSTV-ის გადამღებ ჯგუფს რამდენჯერმე უთხრეს უარი ღონისძიების გადაღებაზე.

„მაინც მოვიდნენ. დაანგრიეს ყველაფერი, ჩაშალეს პროექტი და მიწასთან გაასწორეს ის, რომ პროექტს უცხოელებმა დაუჭირეს მხარი. აი, ასეთი პატრიოტია ეგ“ , – განაცხადა სიორიძემ „რობერტო მავანის“ შესახებ.

POSTV-ის მეორე ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი აცხადებს, რომ მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიზაინერმა გიორგი მასხულიამ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თმით ითრია. ადამაშვილის მიმართ ძალადობას მასხულია უარყოფს. მისი თქმით, ნინო ადამაშვილს მოუწოდებდა, ეთხოვა კოლეგისთვის, „რობერტო მავანისთვის“ არ გაეშუქებინა ღონისძიება. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გორი „რეგიონ ფეშენ ვიქს“ სამი დღე მასპინძლობდა. ღონისძიება 22 ივლისს უნდა დახურულიყო, თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ბანერის გადატანის დროს, სატვირთო მანქანიდან მუშა გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ამ შემთხვევის გამო, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ჩვენება რესტორან „მზიურში“ გაემართათ და არ გადაედოთ იმ მიზეზით, რომ მას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]